18 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
უმრავლესობის ბრალდება სტრასბურგს - კობახიძის რიტორიკა მიუღებელია ოპოზიციისა და არასამთავრობოებისთვის

პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს კრიტიკა დაიწყო. მოგვიანებით, მმართველმა გუნდმა ერთხმად აიტაცა ის მოსაზრება, რომ სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების, პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის ზეწოლის ქვეშ მიიღო.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები კიდევ უფრო ამყარებს იმ აზრს, რომ რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდება ხელისუფლების ინტერესებში შედის და დარწმუნებულია, რომ ეს კომენტარი სტრასბურგის სასამართლოში რუსთავი 2-სთვის დამატებითი მტკიცებულება გახდება.

სამოქალქო სექტორში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე გავლენის მოხდენას კატეგორიულად გამორიცხავენ. მედიის განვითარების ფონდი სტატისტიკასაც ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც ქართულ ოცნებას მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული პრეტენზიები ვერ ექნება, ყველაზე მეტი გადაწყვეტილება სტრასბურგს წინა ხელისუფლებების დროს აქვს მიღებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები