საქართველოს სახალხო დამცველი მოძრაობა არა ჩადებას წევრების საზოგადოებრივ ინიციატივას უერთდება. უჩა ნანუაშვილი ძალოვან სტრუქტურებს დაკავების დროს ვიდეოგადაღების რეკომენდაციით მიმართავს. უპირველეს ყოვლისა კი კრიმინალურ პოლიციას, რომლის მიმართაც ე.წ. ჩადების ბრალდებები ყველაზე ხშირად ისმის.
შს სამინისტრო ამ ინიციატივის გაზიარებას არ აპირებს და მთავარი არგუმენტები შესაბამისი აპარატურის ხარჯები და საერთაშორისო გამოცდილებაა.
ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ კრიმინალური პოლიციის სამხრე კამერით აღჭურვა, სამართალდამცავების მხრიდან ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადების რისკს შეამცირებს.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე, შოთა დიმიტრიშვილი.