18 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
ეს არის სპექტაკლი იმისათვის, რომ ჩემი შვილი სამაგალითოდ დასჯილიყო - ელისო კილაძე

ქრონიკა პლუსის რედაქტორის ელისო კილაძის შვილის დაკავების თვითმხილველი შორენა ლალიაშვილი დავით ხარშილაძის დაკავების დღეს იხსენებს. ლალიაშვილი იმ ტერიტორიაზე ცხოვრობს, სადაც დავით ხარშილაძე დააკავეს. იგი აცხადებს, რომ მან დაინახა აყვანის პროცესი და იქიდან გამომდინარე, რომ ის დავით ხარშილაძეს იცნობდა, სურდა ჩხრეკის პროცესს დასწრებოდა, თუმცა ამის უფლება არ მისცეს და რის შემდეგაც ვიდეოს გადაღება დაიწყო.

„გადაკეტილი იყო ის ტერიტორია და რატომღაც მივედი და მოვითხოვე, რომ მენახა ვის აკავებდნენ. მივედი და მოვითხოვე, რომ დამასწარით, ახლა ახალგაზრდა ბიჭს რომ აკავებენ, მე ასე მიმაჩნია, რომ უნდა დაესწროს მოწმე. იქ ატყდა ერთი ამბავი და უარი მითხრეს. მითხრეს, რომ სპეცოპერაცია ტარდება და უცხო პირების დასწრება არ შეიძლება,“ - განაცხადა შორენა ლალიაშვილმა.

მისი თქმით, გამოძიებას ძალიან ბევრი თვითმხილველი ჰყავს.

ქრონიკა პლიუსის რედაქტორის განცხადებით, ფირის მიხედვით, ადგილზე 12-ზე მეტი პოლიციელი იმყოფებოდა, რაც ოქმში აღწერილი არ არის. ელისო კილაძე აღნიშნავს, რომ მისი შვილის დაკავების საქმე გაყალბებულია და ვიდეოჩანაწერის პროკურატურაში მიტანას გეგმავს.

„ეს არის სპექტაკლი იმისათვის, რომ ჩემი შვილი სამაგალითოდ დასჯილიყო,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები