18 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
ფემიციდის შემთხვევები - ომბუდსმენი ხელისუფლებას პრევენციის მექანიზმების ამოქმედებისკენ მოუწოდებს

ფემიციდის შემთხვევებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ხელისუფლებას პრევენციის მექანიზმების ამოქმედებისკენ მოუწოდებს. ომბუდსმენის შეფასებით, ვითარება ამ მხრივ შემაშფოთებელია. ნანუაშვილის განცხადებით, არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და სტატისტიკა, რომელზე დაყრდნობითაც პრევენციული ღონისძიებები გატარდება.

“არ არსებობს სახელმწიფოს ერთიანი ხედვა შემთხვევათა პრევენციის რისკების შეფასების მექანიზმებისა და განმეორებითი ძალადობის შემთხვევათა თავიდან აცილების შესახებ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ არ ხდება დეტალური სტატისტიკური მონაცემების წარმოება, ანალიზი და მასეზე დაყრდნობით პრევენციული ღონისძიებების წარმართვა“ - განაცხადა ნანუაშვილმა.

გაეროს შესაბამისი რეკომენდაციის მიხედვით, სახალხო დამცველი გენდერული ნიშნით მოტივირებული საქმეების მონიტორინგს იწყებს. ამ საკითხზე მომზადებულ ანგარიშს კი ყოველწიურად წარადგენს.

დღის ამბები