გივი ბერიკაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. დღეს ცნობილი ქართველი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
გივი ბერიკაშვილს მეგობრები, კოლეგები, ოჯახის წევრები და მისი ნიჭისა და შემოქმედების თაყვანისმცემლები დაემშვიდობნენ.
მარჯანიშვილის თეატრში ბერიკაშვილების ოჯახს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიუსამძიმრეს.