18 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
ხმაური ყვარლის გამგეობაში - მოსახლეობა ახალსოფელი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

ყვარლის გამგეობაში ხმაური ახალსოფელი ჰესის სამშენებლო პროექტზე განხილვას მოჰყვა. ერთმანეთს ექსპერტები და ახალსოფლის მოსახლეობა დაუპირისპირდნენ.

ადგილობრივების განცხადებით, ჰესის აშენება მათ ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დააყენებს და სოფელს წყალმომარაგება მთლიანად შეუწყდება. მოსახლეობის ამ არგუმენტებს სამშენებლო კომპანიაში არ ეთანხმებიან.

ადგილობრივები კი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან და აცხადებენ, რომ სამუშაოების დაწყების უფლებას კომპანიას არ მისცემენ. 5 მეგავატიანი ჰესის მშენებლობაზე, რომელიც მდინარე ავანისხევზეა დაგეგმილი 6 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

დღის ამბები