20 მაისი 2024,   07:10
ვრცლად
საკონსტიტუციო კომისია მომავალ კვირას მუშაობას ასრულებს - ძირითადი საკითხები კვლავ დავის საგანია

საკონსტიტუციო კომისია მუშაობას მომავალ კვირას დაასრულებს, თუმცა ძირითადი საკითხები მათ შორის პრეზიდენტის არჩევის წესი და საარჩევნო სისტემის ცვლილება, კვლავ კამათის საგანია.

ნაციონალური მოძრაობის შემდეგ, არაა გამორიცხული საკონსტიტუციო კომისია პროტესტის ნიშნად სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც დატოვონ.

ევროპული საქართველოს წევრები ამბობენ, რომ  გადაწყვეტილებას ყველა რესურსის ამოწურვის შემდეგ მიიღებენ.  

საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას არ გამორიცხავენ თავისუფალი დემოკრატებიც. პარტიის ლიდერთა განცხადებით, მუშაობის გაგრძელებას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ მმართველი პოლიტიკური ძალა, კომისიაში შემავალი სუბიექტების მოსაზრებებს გაიზიარებს.  

ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო კომისია პროტესტის ნიშნად გუშინ დატოვა. როგორც პარტიაში განმარტავენ, მიზეზი ის ცვლილებებია, რომელიც ქვეყნის მთავარ კანონში მმართველ გუნდს შეაქვს და რომელიც მათი თქმით, კონსტიტუციას არადემოკრატიულს ხდის.

საპარლამენტო უმრავლესობაში ენმ-ის გადაწყვეტილებას პოლიტიკური ქულების მოპოვების მცდელობად აფასებენ და ოპონენტების შენიშვნების გაზიარებას არ აპირებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ენმ-ის გადაწყვეტილება პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაა და ღიმილის მომგვრელია.

დღის ამბები