18 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას დედა ენის დღეს მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მოსახლეობას დედა ენის დღეს მიულოცა.

"1978 წლის 14 აპრილი ჩვენ უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია.
როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ეროვნული ენებისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა, ათასობით ადამიანი წინ აღუდგა ამ განზრახვას" - აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე გაავრცელა.

საბჭოეთის ისტორიაში პირველმა მშვიდობიანმა საპროტესტო დემონსტრაციამ არა მხოლოდ ქართულს შეუნარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი, არამედ მთლიანად ბოლშევიკური იმპერიისთვის იქცა გარდამტეხ მოვლენად.

დღის ამბები