18 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
ტაძრებში მაცხოვრის ჯვარზე გაკვრის, გარდამოხსნის და დატირების რიტუალი შესრულდა.

დღეს წითელი პარასკევია, დიდ მარხვის ყველაზე მძიმე დღე. ეკლესიებში მაცხოვრის ჯვარზე გაკვრის, გარდამოხსნის და დატირების რიტუალი შესრულდა.

წითელ პარასკევთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში მსახურებას ილია მეორე აღავლენს. სამების საკათედრო ტაძარში ამ წუთებში ლოცვებს კითხულობენ. გარდამოხსნის რიტუალი კი 2 საათზე დაიწყო, რადგან სახარების თანახმად, სწორედ ამ დროს მიიცვალა ქრისტე ჯვარზე.

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნა გამოაბრძანეს. ის ეკლესიაში შემოატრეს და საგანგებოდ მომზადებულ სადგამზე დააბრძანეს. 

დღის ამბები