რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე კვლავ გაურკვეველია. თუმცა უკვე ცნობილია, რომ განხილვები ამ საკითხზე მწვავე იქნება.
არასამთავრობო სექტორის გარდა ამ ინიციატივას არც მოსახლეობის უმრავლესობა და არც იმ ქალაქების ხელმძღვანელები იზიარებენ, რომლებმაც თანამდებობები სწორედ ქართული ოცნებიდან დაიკავეს. მმართველი გუნდის ინიციატივით თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 7 ქალაქს უნდა შეუწყდეს.
საქართველოში 12 თვითმმართველი ქალაქია. იმ შემთხვევაში თუ მთავრობის ინიციატივა ძალაში შევა, მერს ოზურგეთში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ახალციხეში, გორში, მცხეთასა და თელავში ვეღარ აირჩევენ.
ავტორი: თაკო სურგულაძე, ია გულიაშვილი.