18 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
წინასააღდგომო კვლევა-რამდენი პროცენტი გადის ქალაქიდან და რამდენი პროცენტი იცავს სააღდგომო ტრადიციებს

ციფრებში გამოხატული წინასააღდგომო სამზადისი. ACT-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გაირკვა რომ, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი სააღდგომოდ ქალაქიდან გასვლას გეგმავს. მოსახლეობის რა ნაწილი არ ღალატობს ტრადიციებს და მოიმატა თუ არა მაღაზიებში პასკის ყიდვის ტენდენციამ - გამოკითხვაში პროცენტულად ფიქსირდება.

გამოკითხვის შედეგები ასეთია: თბილისის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41%) სააღდგომოდ ქალაქიდან გასვლას გეგმავს. თბილისში დარჩენილი მოსახლეობის თითქმის სრული უმრავლესობა კი მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნად ემზადება.

ასევე, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციის დაცვას და სააღდგომო კვერცხების წითლად შეღებვას, გამოკითხულთა სრული უმრავლესობა 95 პროცენტი აპირებს.

სააღდგომო ტრადიციებთან დაკავშირებით გამოკითხულთა შორის ერთსულოვნება მხოლოდ პასკასთან დაკავშირებით ირღვევა. თბილისელების მხოლოდ 4 პროცენტი სადღესასწაულო სუფრისთვის პასკის არც შეძენას და არც გამოცხობას არ აპირებს. სააღდგომო ტკბილეულის გამოცხობას კი გამოკითხულთა 16 პროცენტი გეგმავს.

 

დღის ამბები