აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო 16 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს. 23:00 საათიდან კი მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
ამასთან, 16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.
”მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტროს სადგურ დიდუბიდან გაიყვანს, კუკია-მახათასკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტროსადგურ დელისიდან, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტროსადგურ სარაჯიშვილიდან, ვერის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი დოდო ჭიჭინაძის ქუჩის N25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ მეტროსადგურ ვარკეთილიდან და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან იმოძრავებს,” - ნათქვამია მერიის განცხადებაში.