18 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 16 და 17 აპრილს გზებზე შეზღუდვები წესდება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 16 და 17 აპრილს ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობისთვის თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. 

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდის და თბილისის ზღვის სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები შემდეგი მარშრუტებით იმოძრავებენ:

საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩის და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ. 

კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება საბჭოს მოედნიდან, ნორიოს აღმართის და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით დატოვებენ. 

მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა იქნება წრიული - აღმაშენებლის ხეივნიდან გიორგი ბრწყინვალის ქუჩის გავლით. 

თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება ხუდადოვის და ანაპის დივიზიის ქუჩებით, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის და ხუდადოვის ქუჩებით. 

ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სასაფლაოებთან მიმოსვლისთვის ამავე მარშრუტებით იმოძრავებს.

დღის ამბები