ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში ბოსტოღანაშვილების ოჯახს ესტუმრა.
ოჯახი სოციალურად დაუცველია, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭი ჰყავს. ვასიკომ მხედველობა 7 წლის ასაკში დაკარგა. თუ ოპერაციას გაიკეთებს, მხედველობა აღუდგება. მათ ფინანსური უზრუნველყოფა არ შეუძლიათ, ამიტომ შესაბამის ორგანოებს დახმარების თხოვნით მიმართეს. მიუხედავად ოჯახის მძიმე მდგომარეობისა და გაჭირვებისა, ვასიკოს ოპერაციის დაფინანსებაზე სახელმწიფომ უარი თქვა.
პარლამენტის წევრმა ბიჭი წინასაარჩევნო შეხვედრაზე გაიცნო, დღეს აღდგომის მისალოცად მივიდა და ოპერაციის თანხების მოძიებაში დახმარებას დაჰპირდა.