18 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
თვითმკვლელობა, ქვეყნის ღალატი, განხეთქილება ეკლესიაში... - პატრიარქი ეპისტოლეში მძიმე ცოდვებზე საუბრობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეს აქვეყნებს, რომელშიც ყურადღებას რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს, მათ შორის ერთ-ერთი ეკლესიაში განხეთქილების შემოტანაა. 

პატრიარქის სიტყვების თანახმად, "ცოდვა მომდინარეობს იქედან, რომ ადამიანი თავის თავს უფრო ბრძნად მიიჩნევს, ვიდრე ღვთის მცნებები და კანონებია. ასეთნი საკუთარ წესებსა და კანონებს გვთავაზობენ ან თავის ნააზრევს ღმერთს მიაწერენ. ამ მხრივ ყველაზე დიდი დანაშაული არის ეკლესიაში განხეთქილების ან მწვალებლობის შემოტანა. ამის ჩამდენნი მოწამეობრივი სიკვდილითაც რომ აღესრულონ, ცოდვას ვერ ჩამოიბანენ."

უწმინდესი ეპისტოლეში კიდევ ერთ დიდი ცოდვად ქვეყნის მტრობას და მისი ერთიანობის დარღვევის მცდელობას ასახელებს. 

ილია მეორე ასევე ამახვილებს ყურადღებას თვითმკვლელობაზე და წერს:

"უპატიებელი ცოდვაა სასოწარკვეთა და სიცოცხლის თვითმკვლელობით დამთავრება. ვინც ამ ნაბიჯს შეგნებულად დგამს, რა თქმა უნდა, ვეღარ უძლებს თავისი ჯვრის სიმძიმეს და გამოსავლს ასეთ ქმედებაშიღა ხედავს. ამ ადამიანებს, სინამდვილეში არასწორი აზროვნება აქვთ. მათი მთავარი შეცდომა ის არის, რომ მარტო ცდილობენ შეეჭიდონ სიძნელეებს და მხოლოდ თავისი შესაძლებობებით სურთ, გაუმკლავდნენ სირთულეებს."

ილია მეორე მრევლს სინანულისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ "სინანული ზეციური ნიჭია და წყალობაა, რომელიც ღვთის მსჯავრსაც კი სცვლის."

 

 

 

დღის ამბები