იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი ეკლესიებში განაწილდა. ცეცხლი ისრაელიდან საქართველოში მამა იაკობმა ჩამოიტანა.
აეროპორტში ჩარტერულ რეისს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან წმინდა ცეცხლი ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წააბრძანეს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სააღდგომო ლიტურგია ჩაატარა.