18 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
ყველა ჩვენგანი ისურვებდა, რომ საქართველოს მიეღწიოს იმ მდგომარეობისთვის, როცა ერი და ბერი გაერთიანდება - გიორგი კვირიკაშვილი

სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ეპისტოლეს საქართველოს პრემიერმინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატები და თბილისის მერი ესწრებოდნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა ეპისტოლეში მოხსენიებულ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

„ყველა ჩვენგანი ისურვებდა, რომ საქართველოს მიეღწიოს იმ მდგომარეობისთვის, როცა ერი და ბერი გაერთიანდება. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილად აქეთკენ მივდივართ, იმიტომ რომ ერისა და ბერის ერთიანობა იყო ყოველთვის საქართველოს ძლიერების ჟამს საწინდარი ყველაფერი კარგის,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები