სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ეპისტოლეს ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი, დავით დარმანია დაესწრნენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ პატრიარქის მიერ გაკეთებულ აქცენტებზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი გზავნილები იყო. მათ შორის მე ვნახე კომენტარები კონკრეტულ გზავნილებთან დაკავშირებით, ყველაზე უკეთ იცის პატრიარქმა რა დევს ამ გზავნილებში. იყო მნიშნელოვანი აქცენტები გაკეთებული, მათ შორის ეკლესიასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეკლესია არის ძლიერი, როგორც არასდროს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დავით ნარმანიას განცხადებით, სააღდგომო ეპისტოლეს შინაარსი საქართველოში არსებულ რეალობას ასახავს.
სააღდგომო ეპისტოლეს ქართული ოცნების დეპუტატი, ეკა ბესელიაც დაესწრო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით საქართველოს პატრიარქი ეკლესიის მთლიანობისთვის ყველაფერს აკეთებს.