01 ოქტომბერი 2024,   01:32
ვრცლად
დღეს რომის პაპი ქრისტიანულ სამყაროს აღდგომის დღესასწაულს ტრადიციული სააღდგომო მიმართვით მიულოცავს

ქრისტიანულ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მრევლს დღეს რომის პაპი ტრადიციული სააღდგომო მიმართვით მიულოცავს. მანამდე კი პაპმა ფრანცისკემ საზეიმო მესა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ჩაატარა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ქადაგების დროს მორწმუნეებს მოუწოდა, რომ ღარიბების, მოხუცების, მიგრანტებისა და სხვა დაუცველი ადამიანების მიმართ გულმოწყალება გამოიჩინონ და მათი ტკივილი გაიზიარონ.

ღვთისმსახურების დროს პაპმა ფრანცისკენ 11 ადამიანიც მონათლა. მესის დაწყებამდე ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანი ნიდერლანდებიდან ჩატანილი 30 ათასი ყვავილით მორთეს.

დღის ამბები