პარლამენტის თავმჯდომარემ პატიმრებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
ირაკლი კობახიძე ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უმრავლესობის წევრებთან სასჯელაღსრულების და რეგიონული განვითარების მინისტრებთან ერთად იმყოფებოდა.
პატიმრებმა ირაკლი კობახიძეს ხელნაკეთი სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.