18 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
ქრისტიანები აღდგომას მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ - დღესასწაული ტაძრებში გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე იზეიმეს

ქრისტიანული სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს წმინდა მიწაზე მთელი მსოფლიოდან ჩასული ათასობით ადამიანი შეხვდა. გრიგორიანული და იულიუსის კალენდრის მიხედვით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წელს ერთმანეთს დაემთხვა, ამიტომ იერუსალიმსა და ბეთლემში განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. საზეიმო ლიტურგიები მაცხოვრის აღდგომისა და მაცხოვრის შობის ტაძრებში ჩატარდა.

აღდგომის ღამე რუსეთის ტაძრებში 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაატარა. მრევლთან ერთად ეკლესიაში რუსეთის პოლიტიკური ლიდერებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის პრეზიდენტი პუტინი, პრემიერი მედვედევი მეუღლესთან ერთად და დედაქალაქის მერი სერგეი სობიანინი. დღესასწაულთან დაკავშირებით საზოგადოებრივ წესრიგს ქვეყნის მასშტაბით 90 ათასზე მეტი პოლიციელი და სამხედრო იცავდა.

გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე აღნიშნეს აღდგომის დღესასწაული ეგვიპტეში მცხოვრებმა ქრისტიანებმა. კოპტურ ტაძრებთან სამართალდამცველთა დამატებითი ჯგუფები პატრულირებდნენ.

აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნად ათასობით ადამიანი ჩავიდა ვატიკანში.

ავტორი: ნინო დვალიშვილი. 

 

დღის ამბები