01 ოქტომბერი 2024,   01:37
ვრცლად
რომის პაპმა ტრადიციული სააღდგომო მიმართვა წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან წაიკითხა

ქრისტიანული სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული რომის პაპმა დღეს კიდევ ერთხელ მიულოცა. კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ტრადიციული სააღდგომო მიმართვა წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან წაიკითხა.

პაპმა ფრანცისკემ კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ქვეყნები გაიხსენა და დაგმო სირიაში გუშინ მომხდარი თავდასხმა, რომელსაც 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ქადაგებას წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ათასობით ადამიანი ისმენდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები