აღდგომას ზეიმობს ბრიტანეთის სამეფო ოჯახი. დედოფალი საზეიმო ლიტურგიას უიონძორში დაესწრო. ელისაბედ მეორესთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი, ასევე კემბრიჯის ჰერცოგი უილიამი და მისი მეუღლე. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, დედოფალს ეზოში შეკრებილმა ბავშვებმა ყვავილებიც მიართვეს.