18 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
სასაფლაოების მიმართულებით უფასო ტრანსპორტი საღამოს 8 საათამდე იმოძრავებს

საფლავკურთხევის დღესთან დაკავშირებით თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი მთელი დღის განმავლობაში იმოძრავებს. გარკვეული შეზღუდვები იქნება დაწესებული საავტომობილო ტრანსპორტის მფლობელებისთვისაც.

ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი, კერძოდ უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივად ხდება.

რაც შეეხება უფასო ავტობუსებით მგზავრობას, დღეს მთელი თბილისის მასშტაბით დილის 8 საათიდან დაიწყეს უფასო ავტობუსებმა სასაფლაოების მიმართულებით მოძრაობა და 7 სასაფლაოზე მოხდება გადაადგილება აღნიშნუილი ავტობუსებით.

საბურთალოს სასაფლაოზე წამსვლელი ადამიანებისთვის ავტობუსები დელისის მეტროსთან იდგებიან, ავტობუსები გავლენ ვაკის სასაფლაოს მიმართულებითაც. ხოლო მუხათგვერდის სასაფლაოზე მისვლა მოსახლეობას აღმაშენებლის ხეივნიდან შეეძლება. კუკიის სასაფლაოს მიმართულებით კი ავტობუსები საბჭოს მოედნიდან გავლენ.

უფასო ავტობუსები დღეს საღამოს 8 საათამდე იმოძრავებენ. 

დღის ამბები