18 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
გამკაცრებული საოკუპაციო რეჟიმი - ე.წ. საზღვართან მცხოვრები მოსახლეობა წინაპრების საფლავებზე ვერ გადის

საოკუპაციო რეჟიმი შიდა ქართლის მოსახლეობას წინაპართა საფლავების მონახულების საშუალებას არ აძლევს. დღეს სოფელ არჩევის 3 მკვიდრი სწორედ სასაფლაოდან გაიტაცეს.

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ლევან ბოლოთაშვილის, გორგი ბაბუნაშვილისა და რევაზ სრესელის გასათავისუფლებლად ქართული მხარე უკვე აქტიურად მუშაობს.

მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი სასაფლაოები უკვე რამდენიმე წელია მიუწვდომელია იმ ქართველებისთვის, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩნენ. ამ პრობლემის გამწვავებაში ოპოზიცია მმართველ გუნდს ადანაშაულებს, თუმცა ხელისუფლება ამ ბრალდებებს არ იღებს.

მავთულხლართებს მიღმა არსებულ სასაფლაოებზე მოსახლეობის გადასვლის პრობლემის გადაჭრის საკითხს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ქართული მხარე მუდმივად აყენებს, თუმცა დეფაქტო მთავრობებისგან დადებით პასუხს ვერ იღებს.

ავტორები: ქეთა ციცქიშვილი, იზო ჩუბინიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები