18 ნოემბერი 2024,   23:15
ვრცლად
კონფერენცია "ლიბერალი ქალები პოლიტიკასა და ეკონომიკაში" ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ორგანიზებით ტარდება

ღონისძიება სახელწოდებით ლიბერალი ქალები პოლიტიკასა და ეკონომიკაში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ორგანიზებით ტარდება. თბილისში აღნიშნული კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება. 

კონფერენციაში მონაწილეობას გერმანიიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრიც მიიღებს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მხრივ არსებულ პრობლემებზე ისაუბრებს.

„ქალების რაოდენობა ძალიან ცოტაა და ახალგაზრდა ქალებისთვის არ არის ბევრი მაგალითი იმისა, რომ ქალს შეუძლია, იყოს წარმატებული პოლიტიკაში და თვითონაც მოუნდეს ამ გზაზე სიარული,“ - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

ფრიდრიხ ნიუმანის ფონდის წარმომადგენელი, იაგო წიტაიშვილი, აღნიშნავს, რომ პროგრამის ფარგლებში ქალების მიერ პოლიტიკასა და ეკონომიკის განვითარებაში შეტანილ წვლილზე ისაუბრებენ. 

დღის ამბები