ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის, საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა და მხარეებმა საკუთარი შუამდგომლობები დააყენეს.
დაცვაც და ბრალდებას ერთმანეთის მტკიცებულებების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ. ადვოკატებმა დღეს პროცედურულად ვერ შეძლეს ხარშილაძისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმების მოთხოვნის დაყენება.