ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა ვაინ ანდ გურმეზე.
გამოფენაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, 14 ქართული ღვინის კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში სპეციალური სემინარი-დეგუსტაცია საქართველო - 8 ათასი რთველი ჩატარდა.
ღონისძიების მიმართ ღვინის პროფესიონალებისა და ადგილობრივი მედიის დაინტერესება დიდი იყო.