18 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ ევროსასამართლოში ქართული მხარე ევროპისთვის მისაღები კანდიდატების შერჩევას შეძლებს

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს ვაკანტური ადგილის დასაკავებლად 68 კანდიდატი იბრძოლებს. განაცხადების მიღება დღეს დასრულდა. ამიერიდან იწყება შერჩევის ეტაპი, რომელსაც სპეციალური კომისია განახორციელებს.

ევროსასამართლოს მოსამართლეობის 68 მსურველმა განაცხადი შეიტანა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდის დაიწყებს სპეციალური შესარჩევი კომისია განაცხადების განხილვის და შერჩევის პროცესს.

კომისიას ამჯერადაც იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, კომისიის რამდენიმე წევრი სამოქალაქო სექტორიდან იქნება. ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეც.

მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ ამჯერად ქართული მხარე ევროპისთვის მისაღები კანდიდატების შერჩევას შეძლებს. თუმცა, ამისათვის ამ ჯერზე რა გარანტიები არსებობს, არ აკონკრეტებენ.

ხელახალ კონკურსში მონაწილეობას რამდენიმე თვის წინ ევროსაბჭოს მიერ დაწუნებული არცერთი კანდიდატი აღარ იღებს. ევროპულმა მხარემ ევა გოცირიძის, ალექსანდრე ბარამიძის და გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები თებერვალში ჩააგდო. 

დღის ამბები