გია თორთლაძე ტიანშანის დასაპყრობად ემზადება. ლაშქრობა ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდშია დაგეგმილი, რაც საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის. მან 90-გრადუსიანი კლდის დაახლოებით 800 მეტრი უნდა გაიაროს.
ქართველი მთამსვლელი ლაშქრობის გადაღებას და დოკუმენტური ფილმის დამონტაჯებას გეგმავს. გია თორთლაძე ტრადიციულად, საქართველოს დროშას წარწერით - საქართველო ოკუპანტების გარეშე, აღმართავს.