18 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
მღვდელმონაზონი ანდრია სარია ირაკლი მამალაძეს პასუხობს

წმინდა ამბროსის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ანდრია სარია, აღნიშნავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მხრიდან მსგავსი ლექსიკით საუბარი მიუღებელია.

„თუ სასულიერო პირის აზრი აინტერესებდა, ალბათ, მღვდელმთავრებისთვის უნდა მიემართა, მათთვის უნდა ეთქვა, რომ ასეთ რამეს გეგმავს სასულიერო პირი და იმოქმედეთ, დაიბარეთ, უთხარით. არათუ შეაგროვოს დღეების და კვირების განმავლობაში და პროკურატურას უჩვენოს, რომ, თურმე, ასეთი დიდი ბოროტება იგეგმება, როცა ამ ბოროტების დაგეგმავდე შეიძლებოდა შიგნითვე ეკლესიაში ამ საქმის მოგვარება,“ - აცხადებს მამა ანდრია სარია.

ირაკლი მამალაძე მამა ანდრიას კითხვას პასუხობს და განმარტავს, რომ მისმა მოძღვარმა ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურამდე გაცილებით ადრე იცოდა. 

მან აღნიშნა, რომ მეუფე იაკობთან არანაირი კავშირი, გარდა ჟურნალისტური საქმიანობისა არ ჰქონია.

დღის ამბები