უამინდობა ბათუმში - ქარმა ბენზეს დასახლებაში დევნილების საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რომელიც ეზოში გაჩერებულ მანქანებს დაეცა. დაზიანებულია 5 ავტომობილი.
მანქანების მფლობელები ზარალზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.
ქარმა ქალაქში ხეებიც წააქცია, დააზიანა ავტობუსის გაჩერება და მშენებარე კორპუსების უსაფრთხოების ღობეები.