18 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
ახალი პირადობის მოწმობა უფასოდ - აქციის დასრულებამდე 10 დღე რჩება

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში 35 000-ზე მეტმა ადამიანმა ახალი პირადობის მოწმობა უფასოდ აიღო. აქციის დასრულებამდე 10 დღე რჩება და მისი მიზანი საარჩევნო სიების დაზუსტებაა.

მოწმობის უფასოდ აღებას 31 ოქტომბრამდე შეძლებენ მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები, რეგისტრაციიდან მოხსნილი საქართველოს მოქალაქეები და ის პირები, რომლებსაც პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი ამ დორისთვის არ გააჩნიათ.

სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 4 წლის განმავლობაში რამდენიმე აქციის ფარგლებში პირადობის 1 მილიონ 200 000 ახალი მოწმობაა გაცემული.

დღის ამბები