18 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
28 წლის წინ მომხდარი ტრაგედია - პრემიერი სოფელ ტაბლანაში იმყოფებოდა

28 წლის წინ ხულოს რაიონში, სოფელ ტაბლანაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები გაიხსენა დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა. მოწყვეტილმა მთამ 28 წლის წინ აქ მთელი სოფელი წაიღო, მაშინ 24 ადამიანი დაიღუპა, აქედან 3-ის პოვნა დღემდე ვერ მოხერხდა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 28 წლის წინ სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეები კომპენსაციას ახლა მიიღებენ.

„იცოდეთ, რომ თქვენი და ჩვენი ტკივილი არ არსებობს, არსებობს ჩვენი ერთი, საერთო ტკივილი,“ - განაცხადა პრემიერმა.

შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ.

„ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრებიან ის ადამიანები, რომლებიც შეიწირა ბუნებამ, სტიქიამ,“ - აღნიშნა პატარიძემ.

დღის ამბები