2017 წელი საქართველო-გერმანიის წელია. სპეციალური ღონისძიებები, დევიზით "მომავლის მემკვიდრეობა" 21 აპრილიდან დაიწყება. აღინიშნება საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი და საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლიდან 200 წელი.
„მთელი წლის განმავლობაში როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, ეს იქნება როგორც კულტურული მიმართულებებით, ასევე ეკონომიკური, ბიზნეს ფორუმები გაიმართება, იქნება ვიზიტები,“-აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძე.