18 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
ხმაური თბილისის მერიასთან-დიდუბის ბაზრის მოვაჭრეებმა შენობაში შესვლა სცადეს

ხმაური თბილისის მერიასთან. დიდუბის ბაზრის მოვაჭრეებმა დედაქალაქის მთავრობის შენობაში შესვლა სცადეს.

უწყებასთან აქცია თითქმის ერთი საათია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მერიისგან ბაზართან არსებული კედლის დემონტაჟს ითხოვენ, რომელიც მათ თქმით, მათ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

მოვაჭრეების განცხადებით, კედელი კერძო პირმა ააშენა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, რამდენიმე თვის წინ თბილისის მერი მათ კედლის დემონტაჟს დაჰპირდა, გამოიცა შესაბამისი განკარგულებაც, თუმცა მერიის თანამშრომლებს დემონტაჟი ამ დრომდე არ განუხორციელებიათ.

მოვაჭრეები მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას პრობლემის დროულ მოგვარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ კედლის დემონტაჟს თავად განახორციელებენ.

აქციაზე იმყოფება პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარეც.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

დღის ამბები