18 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" პრეზენტაცია დღეს შედგა

ოთხწლიანი პროექტის, მერები ეკონომიკური ზრდისთვის, პრეზენტაცია დღეს თბილისში გაიმართა. ევროკავშირი ადგილობრივი თვითმმართველობების ეკონომიკური პოტენციალის გასაძლიერებლად აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის გრანტს გამოყოფს.

პროექტი ინვესტიციების მოძიებისა და პრიორიტეტების იდენტიფიცირების კუთხითაც იმუშავებს.

„ეს პროექტი რეგიონებში ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას ეხება. მასში ექვსი ქვეყანა მონაწილეობს. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ დახმარება ადგილობრივი ეკონომიკის ზრდას უნდა გაუწიოს. ეს არ არის მარტო მთავრობების საქმე, ეს მთელი საზოგადოების საქმეა. მერები და მუნიციპალიტეტები აქტიურად იქნებიან ამ საქმიანობაში ჩართულნი,“ - აცხადებს მერები ეკონომიკური ზრდისთვის პროექტის ხელმძღვანელი პიტერ კორპსი.

მერები ეკონომიკური ზრდისთვის კოორდინატორი საქართველოსა და აზერბაიჯანში, ზვიად არჩვაძე აცხადებს, რომ გამოყოფილი გრანტები მუნიციპალიტეტების ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. 

დღის ამბები