ქართული მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტი სცენას უბრუნდება. წარმატებული კარიერის ახალ ეტაპს სტეფანე ზუსტად ორ დღეში SPACEHALL-დან დაიწყებს. პროექტ მუზამეს გადაწყვეტილებით, ქართველი მომღერალი 2000-მდე მსმენელს ამ სივრცეში პირველად გააერთიანებს.
სტეფანემ საკუთარ შემოქმედებას თავიდან გადახედა, 90-იან წლებში დაწერილი სიმღერები და დუეტები, რომელიც მოგვიანებით ჩაიწერა, კონცერტზე განსხვავებული ფორმით გაჟღერდება. ბენდთან ერთად სტეფანე ცნობილ და უცნობ სიმღერებსაც შეასრულებს.
სტეფანე კარიერის ახალ ეტაპს SPACEHALL-დან 22 აპრილს დაიწყებს.