ნახევარი საათის განმავლობაში გაჩერებული იყო გუშინ საღამოს მეტროს მოძრაობა თავისულფების მოედნიდან ვარკეთილის სადგურამდე. მიზეზი, მგზავრების განცხადებით, მწვავე სუნი იყო, სავარაუდოდ დამწვარი ელექტროსადენების, რის გამოც ისინი ვაგონებიდან გამოიყვანეს.
სხვა მიმართულებით შეფერხება არ ყოფილა. თბილსის სატრანსპორტო კომპანია გაჩერების ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებს. მათი ვარაუდით, ეს შესაძლოა ტექნიკურ ხარვეზს გამოეწვია. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახური.
მგზავრებს გადადგილების უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც შესაბამისმა სამსახურმა დაასრულა სამუშაოები.