საქალაქო სასამართლოს მიერ გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორის შვილის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დაწყებას, სახალხო დამცველი ეხმაურება.
საქმე ეხება ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო მოხმარების ფაქტს.
ელისო კილაძის განცხადებით, სამართალდამცავის ორგანოების ინფორმაციით, დავით ხარშილაძეს მესამე ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაუდასტურდა, რომ ის დაკავების მომენტში იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ.
სახალხო დამცველი საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ ხარშილაძისთვის პირველად ჩატარებულმა შემოწმებამ, ნარკოტიკების ზემოქმედება არ აჩვენა.
რაც შეეხება დავით ხარშილაძის საკნიდან ადვოკატების მალულად გაყვანას, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ის ამის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობს.
„ეს მოხდა სწორედ იმ დროს, როდესაც მოხდა ხარშილაძის დაკავება. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მსგავსი რამ არ აღმოჩნდა. რაც შეეხება ახალ ფაქტს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერჯერობით დეტალური ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ჩვენ აუცილებლად შევისწავლით ამ საკითხს და მოვიკითხავთ. აქამდე ჩვენთვის არავის მოუმართავს ამ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.