საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელე, ხათუნა ფხალაძის, თამბაქოს კონტროლის შესახებ კონსტიტუციური სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.
მოსარჩელე, ხათუნა ფხალაძე ასაჩივრებდა წესს, რომელიც კრძალავს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას იმ სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც განლაგებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში.
თამბაქოს კონტროლზე ცვლილებების კანონის ზოგიერთი მუხლი, სავარაუდოდ 2020 წლიდან ამოქმედდება.