18 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" სამეგრელოს რეგიონის გუბერნატორს, მერიას და საკრებულოს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან თორიამ ზუგდიდში, სუს-ის შენობის წინ ბრიფინგი გამართა, სადაც მან  სამეგრელოს რეგიონის გუბერნატორი, მერია და საკრებულო კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ისინი  წინასწარ ადგენენ სატენდერო პირობებს, იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ლობირებას უწევენ და არის მათ შემოსავალის წყარო.

თორიამ აღნიშნა, რომ კომპანია აკა ენერჯი რომელიც გარე განათებაზე მუშაობს, კახი კალაძის კომპანიაა და ამ კომპანიისთვის სატენდერო პირობები წინასწარ დგება, რომ ყველაზე მსხვილი სამუშაოები მან მოიგოს.

ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებით, მათ ასევე აქვთ  საკუთარი მაღაზიები პარტნიორების სახელზე, რომლისგანაც მასალების შეძენა მიმდინარეობს და რომლისგანაც ორმაგად გაზრდილ კორუფციულ წილს იღებენ.

მისივე თქმით, საქმეში ჩართულია ბიძინა ივანიშვილის კურსელი ქალაქის ვიცე-მერი.

ლევან თორიამ ის  დოკუმენტაციაც წარადგინა სადაც მათი სატენდერო მონაცემები იყო აღწერილი.      

როგორც მერიაში განმარტეს აღნიშნულ ფაქტზე კომენტარს არ გააკეთებენ.

დღის ამბები