18 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
თბილისში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა

თბილისში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ბიზნესფორუმის პარალელურად, თავისუფლების მოედანზე საპროტესტოსთან ერთად მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. "ანტისოროსი," - ამ სახელწოდებით აქციის მონაწილეები, უნგრეთში უნივერსიტეტბთან დაკავშირებით ორბანის ახალ რეგულაციებს იზიარებენ. კონტრაქციის გამო, ტერიტორიაზე დღეს დიდი რაოდენობით სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, თუმცა აქციის მონაწილეები ერთმანეთს სიტყვიერად მაინც დაუპირისპირდნენ.

ხმაურიან აქციამდე პოლიტიკური განცხადებები დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთდა. ევროინტეგრაცია, რეგიონში არსებული ვითარება, ოკუპირებულ ტერიტორიები და რუსული ანექსიური პოლიტიკა, ამ საკითხებზე უნგრეთის და საქართველოს პრემიერ -მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე იმსჯელეს.

უნგრულ მხარესთან გაფართოებულ შეხვედრაში მთავრობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. საქართველოს და უნგრეთს შორის ეკონომიკის, განათლების და უსაფრთხოების მიმართულებით შეთანხმებებიც გაფორმდა. ოფიციალური შეხვედრების გარდა, ქართულ -უნგრული კომპანიების წარმომადგენლების მოლაპარაკებები ბიზნესფორუმზე შედგა.

ვიზიტის ბოლოს, უნგრეთის პრეზიდენტმა შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა. ვიქტორ ორბანმა და უნგრეთის მთავრობის დელეგაციამ თბილისი დღის მეორე ნახევარში დატოვეს.

დღის ამბები