19 მაისი 2024,   10:49
ვრცლად
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ქართველ კოლეგას შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გუშინ საღამოს თბილისში მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.

საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ერთობლივ დეკლარაციას მოეწერა ხელი.

დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციისა და აგრესიული ქმედებები, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევადაა შეფასებული. აქცენტი კეთდება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურებისა და უმაღლეს დონეზე რეგულარული შეხვედრების გამართვის მნიშვნელობაზეც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის მთავარმა დიპლომატებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

დღის ამბები