საქართველოს 2 მოქალაქე ბირმის სამართალდამცავებმა ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს. სამართალდამცავების ცნობით, ეჭვმიტანილები 90000 დოლარის ქვეყნიდან უკანონოდ გატანას ცდილობდნენ.
მიანმარის პოლიციის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს 2 მოქალაქე იაგონის აეროპორტიდან საცვლებში დამალული თანხის გატანას ცდილობდნენ. სწორედ ამ დროს დააკავა პოლიციამ.
რადიო თავისუფლების ცნობით, 64 წლის რევაზ ჯანჯღავა და 51 წლის მალხაზ ნარმანია ქვეყანაში ტურისტული ვიზით იმყოფებოდნენ. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ თანხა სავალუტო ჯიხურიდან მოიპარეს.