თბილისის მერი, ვაკის რაიონის გამგებელთან ერთად, წყნეთში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო. სამუშაო 12 სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს.
პროექტის თანახმად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეკეთდება გზის სავალი ნაწილები და ტროტუარები.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს წყნეთში მილენიუმ ბილდერს გრუპი და ბლექსი გრუპი აწარმოებენ.