18 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
100-ქულიანი სისტემა - საგზაო უსაფრთხოების ახალი რეგულაციები 1 ივლისიდან ამოქმედდება

100 ქულა ერთ წელიწადში - მძღოლები საგზაო მოძრაობის დაცვის ახალ სისტემაზე გადადიან. სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენებს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100-დან ქულების კონკრეტული რაოდენობა მოაკლდებათ.

წლის განმავლობაში ქულების 0-მდე შემცირება ერთი წლით მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს. ვადის ამოწურვამდე მართვის უფლების მისაღებად მხოლოდ გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

მკაცრდება სანქციები ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის. მოწმობის ვადამდე აღდგენისთვის ასეთი პირს საქმის განხილვის მოთხოვნა შემთხვევიდან მხოლოდ 3 თვის შემდეგ შეეძლება, მართვის უფლება კი გამოცდის ჩაბარების შემდეგ აღუდგება.

ახალი რეგულაცია უკონტაქტო პატრულირების შემოღებასაც ითვალისწინებს.

საგზაო უსაფრთხოების ახალი რეგულაციები ქვეყანაში 1 ივლისიდან ამოქმედდება.

დღის ამბები