პოლიტიკური მოძრაობა გირჩი რელიგიური ორგანიზაცია თავის წევრებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისგან იხსნის. არჩილ ხაჩიძე, საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლების ეპისკოპოსი ამბობს, რომ ისინი სიყვარულსა და ტოლერანტობას ქადაგებენ.
პირველ ეტაპზე, მცირე გასაუბრების გავლის შემდეგ, მსურველებს შეუძლიათ, ამ რელიგიურ ერთობას შეუერთდნენ და მღვდელმსახურის წოდებაც მარტივად მიიღონ.
კანონის მიხედვით, გაწვევის გადავადების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, მღვდელმსახურობა ან სასულიერო სასწავლებელში მოღვაწეობა გახდეს. რეგიონალურ განვითარების სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტში გირჩის დოკუმენტის ლეგიტიმურობაზე ზუსტი პასუხი არა აქვთ.
გირჩის მიერ დაარსებულ რელიგიურ ორგანიზაციაზე კომენტარს დეპუტატები და მთავრობის წევრები არ აკეთებენ. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე, აცხადებს, რომ გირჩი არაკანონიერს არაფერს აკეთებს.
რეალურად რას მოიმოქმედებენ კანონმდებლები და რამდენად შეძლებენ ეს ახალგაზრდები სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის დროებით გადავადებას, უცნობია.