საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის, აზრით, 100-ქულიანი სისტემა გზებზე ვითარების მხრივ მოკლევადიან პექრსპექივაში დადებით შედეგს იქონიებს, თუმცა არა გრძელვადიან პერსპექტივაში.
„მოკლევადიან პერსპექტივაში ეს დადებით შედეგს მოგვცემს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, რომ გზებზე შევამციროთ ავტოსაგზაო შემთხვევები. გარდაცვლილების რაოდენობა 2016 წელს 600-მდე იყო, ტრავმირებულია 10 ათასამდე ადამიანი. ეს არის ევროპაში ყველაზე უარესი მაჩვენებელი. ევროპაში ამ საშინელი მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვართ და ეს არის კატასტროფა. ამ მიმართულებით გარკვეულ დადებით ცვლილებს იქონიბეს, მაგრამ არა ხანგრძლივ პერსპექტივაში. მთავარი პრობლემა არის მართვის მოწმობის აღებასა და განათლების პრობლემაში. მომრავლდა ისეთი ავტოსკოლები, რომლებიც ამზადებენ თაღლითურად, მაგალითად, მართვის მოწმომბა სამ დღეში. ხრიკებით ამზადებენ და ვიღებთ სურათს, რომ მართვის მოწმობა აქვს ადამიანს, რომელსაც არ აქვს ცოდნა, არც თეორიულ და არც პრაქტიკულ ნაწილში. ეს პრობლემა მოდის ავტოსკოლებიდან. მოდელი უნდა მოწესრიგდეს. უნდა დაინერგოს ლატვიის, ან ევროკავშირის სხვა ქვეყნის მოდელი, რომელიც ორიენტირებულია განათლებაზე,“ - განაცხადა მესხიშვილმა.
დავით მესხიშვილის თქმით, ნასვამი პირების მიმართ სანქციები არის და დარჩა არაადეკვატური და ამ კუთხით კანონი მკაცრი უნდა იყოს.
ამასთან, მისი აზრით, დარღვევების გამო ქულების დაკლების შესახებ უნდა მოხდეს მძღოლების ინფორმირება.