ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ჯანდაცვის სამინისტროს დარჯანიების ოჯახის საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
ოჯახის ორივე წევრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. მათ ქვედა კიდურები ამპუტირებული აქვთ და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აწუხებთ.
დარჯანიების განმარტებით, 4 თვეა სოციალურ დახმარებას აღარ იღებენ, შემწეობა ოჯახს მათთვის უცნობი მიზეზებით მოუხსნეს. საბურთალოზე მცხოვრები დარჯანიების ოჯახში ნიკა მელია საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ლაგვილავასთან ერთად იმყოფებოდა.
„პრაქტიკულად მართლაც გაიწირა ეს ოჯახი. ჩვენ აუცილებლად შეძლებისდაგვარად ამ ოჯახს აღმოვუჩენთ დახმარებას მაგრამ სახელმწიფოსგან გარიყული ეს ოჯახი არ უნდა იყოს და მივმართავ თხოვნით ბატონ სერგეენკოს, რომ მიხედოს ოჯახს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.